
უკრაინის ქალაქ უმანში, რუსი ოკუპანტების მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გადაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩერკასის ოლქის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მანამდე ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაადასტურა, რომ გარდაცვლილთა შორის არიან არასრულწლოვანებიც.
ადმინისტრაციის ცნობით, სამაშველო ოპერაციები კვლავ გრძელდება.
მათივე ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაზარალებული ცხრა ოჯახი დროებით საცხოვრებელში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა საცხოვრებელი კორპუსი გამთენიისას დაბომბეს.