Caesar-ის საარტილერიო სისტემა დანიიდან უკვე უკრაინაშია - რეზნიკოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ფრანგული წარმოების თვითმავალი Caesar-ის საარტილერიო დანადგარები, რომელიც დანიამ უკრაინას დაუთმო, უკვე ქვეყანაშია:

"Caesar დანიიდან უკვე უკრაინაშია...დანია აპირებდა ამ სისტემების გამოყენებას თავისი არმიისთვის, მაგრამ გონივრულად და კეთილშობილურად გადაწყვიტა მათი გადაცემა უკრაინის არმიისთვის, რადგან მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ მთლიანად ევროპას" -  წერს რეზნიკოვი Twitter-ზე და მადლობას უხდის დანიელ ხალხს, თავის დანიელ კოლეგასა და ასევე ფრანგ პარტნიორებს.

 

შეგახსენებთ, რომ იანვარში დანიის მთავრობამ, პარლამენტის მხარდაჭერით, გადაწყვიტა უკრაინისთვის გადაეცა 19 ერთეული Caesar-ის საარტილერიო სისტემა, რომელიც მან საფრანგეთს შეუკვეთა. გარდა თავად აღჭურვილობისა, დანიის მხარე უკრაინას სამხედროების მომზადებასა და წვრთნასაც დაჰპირდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი