ირაკლი ღარიბაშვილს ფაშისტს უწოდებენ - ქართული ოცნების ყოფილი მრჩეველი, ადამიანი, რომლის დახმარებითაც პარტიამ 2012 წლის არჩევნები მოიგო, ყოველგვარი მორიდების გარეშე და პირდაპირ ამბობს, რომ უნგრეთში, კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა ფაშიზმის გამოვლინებაა და ამის შესახებ ის საქართველოს პრემიერმინისტრის კონტექსტში საუბრობს.
ლინკოლნ მიტჩელი დარწმუნებულია, რომ ბუდაპეშტში გამგზავრებით საქართველოს პრემიერ მინისტრი საბოლოოდ დაადასტურებს საკუთარ პრორუსულ პოზიციასაც და აღმოჩნდება ერთ ბანაკში ევროპის ყველაზე პრორუსულ ლიდერთან ვიქტორ ორბანთან ერთად, რომლის წინააღმდეგ შეერთებულ შტატებში სანქციებიც კი მზადდება. კონფერენციაზე კი, რომელსაც ორგანიზატორები ლიბერალების კოშმარად და ეროვნულ ძალთა გაერთიანებად მიიჩნევენ, ირაკლი ღარიბაშვილი მაისის დასაწყისში გაემგზავრება, რაც უკვე დაადასტურა მთავრობის ადმინისტრაციამ.