მე ვიცი მათი სახელები - ასე პასუხობს საფრანგეთის მთავარი დიპლომატი მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობის შესახებ დასმულ კითხვას.
"მე აუცილებლად ვისაუბრებ ყველა ამ საკითხზე მთავრობას წარმომადგენლებთან, თუმცა საჯაროდ ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ" - აცხადებს საფრანგეთის პირველი დიპლომატი
კატრინ კოლონა ჟურნალისტებთან საუბარში არაორაზროვნად ამბობს, რომ ამ თემაზე დახურულ კარს მიღმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბრობს. ვისთან კონკრეტულად, მინისტრი არ ამბობს, თუმცა ფაქტია, რომ ის დღეს თავის კოლეგას, პრემიერ მინისტრს და პრეზიდენტსაც შეხვდა, ანუ ყველას ვინც ქმნის პოლიტიკურ გარემოს და იღებს გადაწყვეტილებებს მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ გადაყვანის და მედია მენეჯერის შეწყალების საქმეში.