ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ნაღმი აფეთქდა - გროსი

გამოქვეყნდა:

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ნაღმი აფეთქდა და სადგურზე დისლოცირებულ IAEA-ს დამკვირვებლებს ამ კვირაში კვლავ მოუწიათ თავშესაფარში ჩასვლა სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შესახებ გაფრთხილების შემდეგ.

„საომარი მოქმედებების გაძლიერება და რეგიონში ჯარების ყოფნა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სადგურის დასაცავად შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობას და აქტუალურობას“, - ნათქვამია გროსის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 21 აპრილს გროსიმ განაცხადა, რომ მარტის ბოლოს სადგურში ვიზიტის დროს მან „ნახა სამხედრო მზადების აშკარა ნიშნები“ ატომურ ელექტროსადგურთან, რომელიც რუსული ჯარების მიერაა ოკოპუირებული. 

გარდა ამის, ბრიტანეთის დაზვერვა ორი დღის წინ, საკუთარ ანგარიშში წერდა, რომ ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის რეაქტორების სახურავებზე საცეცხლე წერტილები მოაწყვეს. დაზვერვის ცნობით, ეს  მიუთითებს სადგურის ტერიტორიაზე საბრძოლო მზადყოფნას უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის შემთხვევაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი