უმანში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულების რიცხვი 23-მდე გაიზარდა, 4 ბავშვია

გამოქვეყნდა:

უკრაინის ქალაქ უმანში, რუსი ოკუპანტების მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23 მდე გაიზარდა, მათგან 4 ბავშვია. 

ჩერკასის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იგორ ტაბურცის თქმით, 14-საათიანი სამაშველო ოპერაციის დროს ნანგრევებში 23 გარდაცვლილი იპოვეს, მათ შორის 2009, 2012 და 2021 წლებში დაბადებული ბავშვები. საცხოვრებელ კორპუსში 46-დან 27 ბინა სრულად  განადგურდა.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა საცხოვრებელი კორპუსი გამთენიისას დაბომბეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი