
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 29 აპრილამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი - დაახლოებით 190 040;
ტანკი - 3 697;
ჯავშანტექნიკა - 7 184;
საარტილერიო სისტემა - 2 908;
სარაკეტო სისტემა - 543;
საზენიტო საბრძოლო სისტემა - 294;
თვითმფრინავები - 308;
ვერტმფრენი - 294;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2 471;
საკრუიზო რაკეტები - 932;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 5 836;
გემი/ნავი/კატარღა - 18;
სპეციალური აღჭურვილობა - 355.