ოკუპირებულ სევასტოპოლში საწვავის ავზი იწვის - მოსკოვი ამტკიცებს, რომ ხანძარი დრონით თავდასხმამ გამოიწვია

გამოქვეყნდა:

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის საპორტო ქალაქ სევასტოპოლში საწვავის ავზზე ხანძარი გაჩნდა. რუსეთის მიერ დანიშნული გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის თქმით, ხანძარი ავზზე სავარაუდოდ დრონით თავდასხმამ გამოიწვია.

"საწვავის ავზი იწვის....წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი შესაძლოა გამოეწვია დრონით თავდასხმას", - რუსული პროპაგანდისტული მედიის TASS-ის ცნობით, დაწერა მან Telegram-ზე.

რაზვოჟაევის ინფორმაციითვე, ცეცხლი 1000 კვადრატული მეტრის ფართობზე გაჩნდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი