
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სკანდინავიურ გამოცემა YLE-თან დაგეგმილ კონტრშეტევებზე ისაუბრა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მას სჯერა, რომ კონტრშეტევები წარმატებული იქნება რუსეთის ძალების მოგერიებასა და ყირიმის დაბრუნების კუთხით.
ზელენსკის თქმითვე, უკრაინის წარმატებები დიდწილად დამოკიდებული იქნება დასავლეთის მიერ კიევისთვის იარაღის მიწოდებაზე.
"ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადავარჩინოთ, ამიტომ იარაღის რაოდენობას მნიშვნელობა აქვს", - თქვა მან.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსი სამხედროები დღითიდღე კარგავენ მოტივაციას.
"მათ ეშინიათ ჩვენი და იმ შედეგების, რაც შეიძლება უკან დახევას მოჰყვეს", - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ კონტრშეტევებზე დეტალურად არ ისაუბრა, მას არც ის დაუკონკრეტებია, როდის დაიწყებს უკრაინა კონტრშეტევებს, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში იგეგმება.