ცნობილი ადამიანები პუტინს ღია წერილით მიმართავენ და ნავალნის გათავისუფლებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ვლადიმერ პუტინს მსოფლიოში ცნობილი ადამიანები ღია წერილით მიმართავენ. 128 ხელმომწერი ოპოზიციური ლიდერის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლებას ითხოვს. ხელმომწერთა შორის არიან მარიო ვარგას ლიოსა, ორჰან ფამუქი, ჰარი პოტერის ავტორი ჯოან როულინგი, მარგარეტ ეტვუდი, რედიოჰედის წევრი ტომ იორკი და მრავალი სხვა. 

"გწერთ იმის შესახებ რაც ისედაც ძალიან კარგად იცით: ალექსეი ნავალნი თქვენი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ კოლონიაში იხდის სასჯელს. ის კვლავ გამომწყვდეულია ძაღლის ჯიხურის მსგავს,  კარცერში, ვენტილაციის გარეშე. ეკრძალება ნათესავების მონახულება და სატელეფონო ზარები, არ აქვს კავშირი ადვოკატებთან. მაღალი ტემპერატურის მიუხედავად მას მთელი დღის გატარება ფეხზე დამდგარს უწევს.ჩვენ მხარს ვუჭერთ ნავალნის გათავისუფლებას, რომლისკენაც  აშშ და ევროკავშირი მოგიწოდებთ. მისი გათავისუფლება თქვენს ხელშია" - წერია ღია წერილში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი