ერთპარტიულ შუალედურ არჩევნებში მხოლოდ "ოცნების" კანდიდატები მონაწილეობენ - ენმ-მ ქუთაისში ხალხს შეუსრულებელი დაპირებები შეახსენა

გამოქვეყნდა:

ერთპარტიული საარჩევნო მარათონი დაიწყო - დღეს საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური და რიგგარეშე არჩევნებია, რომელსაც ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს, ამიტომ პროცესში მხოლოდ სახელისუფლებო პარტიის კანდიდატები მონაწილეობენ. 

არჩევნების დღეს სიმბოლურად, ქუთაისში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მოსახლეობას "ქართული ოცნების" შეუსრულებელი დაპირებები შეახსენეს:

"შუალედური არჩევნებია ავტოქარხნის მაჟორიტარულ ოლქში და სიმბოლურად გვინდა მოსახლეობას შევახსენოთ, რომ ოცნებამ პარლამენტის გადატანით პერსპექტივა დაუკარგა, არა მხოლოდ ავტოქარხნის მოსახლეობას, არამედ მთელ ქუთაისს, მთელ რეგიონს, რომ ჩვენ ვყოფილიყავით ადმინისტრაციული, პოლიტიკური ცენტრი. ასევე მინდა სიმბოლურად გავახსენო, თუ რას ჰპირდებოდა ქართული ოცნება პარლამენტის ნაცვლად მოსახლეობას: 2016 წელს აქ მინი-ქალაქის მშენებლობას გვპირდებოდნენ, 2018 წელს რეგიონული შსს ცენტრი უნდა გახსნილიყო და ბოლო დაპირება 2022 წლის დასაწყისში, რომ აქ გვექნებოდა საერთაშორისო ტექნოლოგიური ცენტრი", - თქვა თემურ ცამციშვილმა.

ავტოქარხნის 36-ე საარჩევნო ოლქში ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი უცხოელ დამკვირვებლებთან ერთად იმყოფებოდა. მედიასთან საუბრისას კალანდარიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება და  20:00-ზე, საარჩევნო უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში, შედეგები უკვე ცნობილი გახდება.

არჩევნები მიმდინარეობს თერჯოლის მუნიციპალიტეტშიც, მოსახლეობა იქ მერს ირჩევს, მერობისთვის იქაც ერთადერთი სახელისუფლებო კანდიდატი იბრძვის.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი