23 დაღუპულს შორის, 5 ბავშვია - უმანში, რუსული თავდასხმის ადგილას, სამაშველო სამუშაოები გრძელდება

გამოქვეყნდა:

უმანში, ჩერკასის რაიონში, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება. უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, დაღუპულია 5 ბავშვი. ორი ბიჭი (წლინახევრისა და 16 წლის) და სამი გოგო (8,11 და 14 წლის). ერთი ქალი კი დაკარგულად ითვლება. 

რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად, ამ დროისათვის სულ 23 დაღუპულია, აქედან 22 უკვე იდენტიფიცირებულია.

გარდა ამისა, როგორც ეროვნული პოლიცია აცხადებს, დღეს დილის მდგომარეობით, ნანგრევებიდან ამოიყვანეს და გადაარჩინეს 17 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაშავებულია 18 ადამიანი, მათგან 9 საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სამი კარავი მოწყობილი იყო დაზარალებულთა გასათბობად და გამოსაკვებად, ასევე ტანსაცმლითა და პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველსაყოფად. დაზარალებულებთან მუშაობენ ფსიქოლოგები.

ჩერკასის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იჰორ ტაბურეცის ცნობით, სამაშველო სამუშაოების ძირითადი ეტაპი საღამოს უნდა დასრულდეს. „ამ დროისთვის სტაციონარში რჩება 5 ადამიანი, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ორი საშუალო სიმძიმის, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურთან და ქალაქის ხელისუფლებასთან ერთად ქალაქში დაზარალებულებს 5 პუნქტი გავაგზავნეთ. ამ დროისთვის დროებით საცხოვრებელში 176 ადამიანია განთავსებული“, - წერს ის.

თავდასხმა უმანზე გუშინ, 28 აპრილს გამთენიისას მოხდა. რუსმა ოკუპანტებმა ქალაქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს და საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი