ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი შარაბიძის განცხადებით, საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში საარჩევნო პროცესები მშვიდ გარემოში, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.
"ჩემი ინფორმაციით, საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ძალიან საინტერესოა და ყველანი ველოდებით, კენჭისყრის პროცესში როგორ იმუშავებს ელექტრონული ტექნოლოგია, თუმცა, აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო კომისია, როგორც ამომრჩევლები, დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ საარჩევნო პროცესში და დარწმუნებული ვარ, დღის ბოლოს გვექნება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება“, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ. [საზმაუ]
ცესკოს ცნობით, კი 12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 12,19% მივიდა და ყველაზე მაღალი აქტივობა ცაგერში დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, 10 მუნიციპალიტეტში შუალედური და რიგგარეშე არჩევნებია, რომელსაც ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს, ამიტომ პროცესში მხოლოდ სახელისუფლებო პარტიის კანდიდატები მონაწილეობენ.
მხოლოდ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარულ ოლქში, პოლიტიკურ გაერთიანება „თავისუფალ საქართველოს“ ბესიკ წულეისკირი ჰყავს წარდგენილი.