„რუსულმა არმიამ ცეცხლი წაუკიდა 12 დასახლებას, დაიღუპა 1 და დაშავდა 11 ადამიანი" - თავდასხმა დონეცკის ოლქზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, დღის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქზე 30-ზე მეტჯერ მიიტანეს იერიში, დღეს დილით კი დრონებით დაარტყეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა.

„რუსულმა არმიამ ცეცხლი წაუკიდა 12 დასახლებას. განადგურდა და დაზიანდა 65 სამოქალაქო ობიექტი - 47 საცხოვრებელი კორპუსი, აფთიაქი, სკოლა, კაფე, ბაზარი, მაღაზიები, ქარხნის შენობა, წყალმომარაგება, გათბობის ქსელი და სამოქალაქო მანქანები. “- განმარტავენ ეროვნულ პოლიციაში.

მათ ასევე დაამატეს, რომ რუსებმა გრადებიდან თორეცკი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
დაზიანდა 16 კერძო სახლი, სოციალური და კრიტიკული ინფრასტრუქტურა.

გარდა ამისა, დღეს 04:50 საათზე ოკუპანტებმა დრონებით დაესხნენ თავს კრამატორსკის რაიონს, დაზიანდა 8 კერძო სახლი და ავტოფარეხი. დაშავდა ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაშავებულია ქალი და მისი 16 წლის ქალიშვილი, რომლებიც დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი