ოკუპირებულ სევასტოპოლში, ნავთობსაცავში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

გამოქვეყნდა:

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლის "ხელისუფლება" აცხადებს, რომ ნავთობის საწყობში დღეს დილით გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

მათივე განცხადებით, სარდაფს ორი დრონი დაეჯახა. რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს.

მათივე თქმით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია და არ ხალხის ევაკუაცია გამხდარა საჭირო.

ცეცხლი კი 2000 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული და მის სალიკვიდაციო სამუშაოებში მეხანძრეების გარდა, ჩართული იყო რუსეთის შავი ზღვის ფლოტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი