
უკრაინული მედიის ცნობით, პოლიციის "თეთრი ანგელოზის" ევაკუაციის ეკიპაჟებმა ბახმუტის ჯოჯოხეთიდან [დონეცკის ოლქი] კიდევ 20 უკრაინელი გადაარჩინეს.
გამოცემის ცნობით, დაბომბვის გამო ხალხი ქალაქს დამოუკიდებლად ვერ ტოვებს. მათი ინფორმაციით, ვიდეომასალა, რომელიც უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა, მოგვითხრობს იმ საშინელებაზე, რასაც უკრაინელები განიცდიან მუდმივი საომარი მოქმედებების დროს.
უკრაინელები ყვებიან, რომ ოკუპანტებმა მათი ბინები და მთელი ქალაქი ნანგრევებად აქციეს. ძლიერი დაბომბვის გამო მოსახლეობა მუდმივად იმალებოდა სარდაფებში და უკვე დავიწყებული ჰქონდათ, რა არის მზე და სუფთა ჰაერი. როგორც ბახმუტის მცხოვრებლები აღნიშნავენ, სახიფათოა სახლებში და ბინებში ყოფნა, არასოდეს იცი იქ როდის დაეცემა რუსული ჭურვი.
მოქალაქე, რომელმაც ბახმუტი დატოვა, ყვება, რომ ქალაქის ერთ-ერთ მცხოვრების ბინას ჭურვი მოხვდა. კაცმა ტვინის შერყევა მიიღო და სასწრაფო დახმარება დასჭირდა.
Unian იტყობინება, რომ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. ბახმუტში გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ბევრ სამოქალაქო პირს ესაჭიროება, რომლებიც გარდა "ბრძოლის“ დაზიანებებისა, ძალიან დაღლილები და სტრესულ მდგომარეობაში არიან. გამოცემის ცნობით, უკრაინელები მადლობას უხდიან სამართალდამცავებს გადარჩენისთვის და ხვდებიან, რომ უახლოეს მომავალში შინ დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა.