გაწევრიანების გადაწყვეტილება რომ სტოლტენბერგზე იყოს დამოკიდებული, უკრაინა უკვე ნატოში იქნებოდა - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შეცვალა თავისი დამოკიდებულება უკრაინის წევრობის საკითხთან დაკავშირებით და მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებას. ამის შესახებ ზელენსკიმ ფინელ, შვედ, დანიელ და ნორვეგიელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში ისაუბრა. 

"ჩვენი ბოლო შეხვედრა იენსთან უკეთესი იყო, ვიდრე ყველა სხვა შეხვედრა. მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს არის ალიანსის გადაწყვეტილება. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გაწევრიანების გადაწყვეტილება თუ სტოლტენბერგზე იქნებოდა დამოკიდებული, უკრაინა ნატოში იქნებოდა", - თქვა ზელენსკიმ.

სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის არჩევანი არ ყოფილა ნატოში არყოფნა და რომ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა ვერ გაბედეს ამ გადაწყვეტილების მიღება.

„ჩვენი არჩევანი არ ყოფილა ნატოში არყოფნა. ეს იყო ნატოს არჩევანი და ზოგიერთი სახელმწიფოს შიში, რა მოხდებოდა მაშინ, თუ უკრაინას ნატოში მიიღებდნენ, როგორი რეაქცია ექნებოდა რუსეთს. ყველას აინტერესებდა, როგორ მოიქცეოდა რუსეთი. მე ვფიქრობ, რომ ეს უსამართლო და არაკეთილსინდისიერია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან მაგალითად მოიყვანა ფინეთი, რომელიც დაჩქარებულად გახდას ნატოს წევრი და რუსეთის მხრიდან ამას არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია.

შეგახსენებთ, რომ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 20 აპრილს კიევში ჩავიდა. ეს იყო მისი პირველი ვიზიტი უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. სტოლტენბერგმა მოლაპარაკებები გამართა პრეზიდენტ ზელენსკისთან და საკუთარი თვალით ნახა რუსული სისასტიკის კვალი ბუჩაში. 

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ვილნიუსში ივლისის სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნები ემზადებიან უკრაინის წევრობისა და უსაფრთხოების გარანტიების განსახილველად, მაგრამ მთავარი საკითხი რჩება ომში უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი