უპილოტო საფრენ აპარატის, "ბაირაქტარის" შემქმნელთან, ინჟინერ სელჩუკ ბაირაქტართან "მთავარმა არხმა" ექსკლუზიური ინტერვიუ სტამბულში, ფესტივალ TEKNOFEST 2023-ზე ჩაწერა.
სელჩუკ ბაირაქტარს ახალი თაობის თურქების თაობასაც უწოდებენ. ის პროფესიით სამხედრო ინჟინერ-კონსტრუქტორია და განათლება თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღო.
"ვფიქრობ, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე მსოფლიოსთვის ჩვენი ტექნოლოგიები მნიშვნელოვანი მონაპოვარია, ეს ტექნოლოგიები კი გვეხმარება უფრო სამართლიან მსოფლიოში ვიცხოვროთ.
დღევანდელი ტექნოფესტი ჩვენი დამოუკიდებელი ქვეყნისთვის საამაყო მოვლენაა. ჩვენ მეექვსე წელია ამ ფესტივალს ვმართავთ, შარშან ის აზერბაიჯანში გაიმართა.
ბაირაქტარის, ქიზილელმასა და აქინჯის შემდეგ ჩვენ მფრინავი ავტომობილების და კოსმოსური ტექნოლოგიების განვითარების კუთხით ვმუშაობთ. ახლა ჰაერში დაფრინავს ჩვენს მიერ შექმნილი უპილოტო საფრენი აპარატი ბაირაქტარი და უპილოტო სამხედრო ბომბდამშენი ქიზილელმა - ეს მსოფლიოში პირველად ხდება. ჩვენ კი ამით ვამაყობთ. " ამბობს სელჩუკ ბაირაქტარი.
სელჩუკ ბაირაქტარი თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის სიძეა, მან 2016 წელს გაზაფხულზე იქორწინა თურქეთის პრეზიდენტის ქალიშვილზე სიუმეიეზე, დღეისათვის წყვილი ერთად ზრდის გოგონას ჯანან აიბუკე ბაირაქტარს.