
"ქარული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ეხმაურება სენატორ ჯინ შაჰინის კომენტარს, რომელმაც თქვა, რომ ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც მიმდინარეობს შიდა ბრძოლა ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არის საქართველო და რომ საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ.
კობახიძის შეფასებით, ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის კომენტარი "იყო ძალიან უხეში, უსამართლო განცხადება".
"ნუ, ავტოკრატიისკენ წასულიც იყო და იქ იყო ის ხელისუფლება, რომელსაც, სამწუხაროდ, ქალბატონი შაჰინი აქებდა 2012 წლამდე. ჩვენ გვახსოვს მისი ეს დამოკიდებულება. მისი განცხადება არის აბსოლუტურად უსამართლო, მე ვეცდები, რომ ვიყო მაქსიმალურად კორექტული. საქმე ეხება სენატორს, აქედან გამომდინარე, მხოლოდ ამ ზოგადი კომენტარით შემოვიფარგლები - ეს იყო ძალიან უხეში, უსამართლო განცხადება"- თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
ამავე თემაზე: