პრეზიდენტი ჩაერთო კანდიდატის სტატუსის იმ საწინააღმდეგო კამპანიაში, რომელსაც წარმართავს რადიკალური ოპოზიცია - კობახიძე 

გამოქვეყნდა:

სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ჩაერთო კანდიდატის სტატუსის იმ საწინააღმდეგო კამპანიაში, რომელსაც წარმართავს რადიკალური ოპოზიცია. თქვენ გახსოვთ იგივე პარლამენტის კედლებში მის მიერ გაკეთებული განცხადებები. ეს ძალიან სამწუხაროა. არ ვიცი, იმედი დავიტოვოთ, რომ მომდევნო შემთხვევაში ის სხვანაირ განცხადებებს გააკეთებს, თუმცა არ ვიცი, რამდენად შეიძლება, გვქონდეს ამ კუთხით ოპტიმიზმის საფუძველი. დაველოდოთ, ვნახოთ, როგორი იქნება მისი პოზიცია. იმედია, ის არ გააგრძელებს იმ ხაზს, რომელიც პირდაპირ ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის კამპანიას კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებასთან დაკავშირებით.

- თქვა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში 31 მაისს დაგეგმილ მიმართვაზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი