
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე უპასხა კითხვას IRI-ის კვლევებთან დაკავშირებით და თქვა, რომ კვლევის შედეგები არის გაყალებებული და მისი მიზანია დაამტკიცოს, რომ "ქართულ ოცნებას" დაბალი რეტინიგი აქვს.
საუბარია IRI-ის კვლევაზე, რომლის მიხედვით, მომავალ შაბათს რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 19% ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" მოსცემდა ხმას, 14% კი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".
"როდესაც ჩვენი შედეგები ხმებში რადიკალურად არის გაზრდილი და თქვენ ნახეთ, რამხელა სხვაობაა 2021 წელს მიღებულ შედეგებსა და ამ არჩევნებში მიღებულ შედეგებს შორის. ეს ყველაფერი არის იმის მკაფიო მტკიცებულება, რომ ჩვენი რეიტინგი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართულ საზოგადოებას მოსწონს ის საერთო პოლიტიკა, რომელიც წარმოებს დღეს ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ეს განაპირობებს მხარდაჭერის ზრდას. ასეთ პირობებში ვხედავთ გაყალბებული კვლევის შედეგებს, რაც ერთის მხრივ სამწუხარო და დასანანია, მეორეს მხრივ, ეს ყველაფერი დასკვნების გამოტანის საშუალებას გვაძლევს. კონკრეტული გაყალბება ხორციელდება კონკრეტული მიზნით. ამ გაყალბების უკან კონკრეტული მიზნები მარტივად იკითხება, მათ შორის ერთ-ერთი მიზანია, ვითარების ისე წარმოჩენა, თითქოს, ქართულ ოცნება აქვს რადიკალურად შემცირებული რეიტინგი, თითქოს ხალხი არის სხვაგან“,- თქვა კობახიძემ.
ამავე ბრიფინგზე კობახიძემ თქვა, რომ NDI-ის IRI-ის კვლევის შედეგების შემდეგ ოპოზიცია ხშირად ყოფილა გახარებული და აჟიტირებული, რაც იცვლებოდა მათი გულისტკენით, როდესაც არჩევნების შედეგები ცხადდებოდა.