ტეხასში შეიარაღებულმა კაცმა ხუთი ადამიანი მოკლა, მათ შორის ერთი ბავშვია

გამოქვეყნდა:

შეერთებულ შტატების ტეხასის პოლიციის ცნობით, კაცმა თავისი ხუთი მეზობელი მოკლა და ეს მოხდა მას შემდეგ, რაც  მათთან ნახევრად ავტომატური იარაღის გამოყენების გამო იკამათა. 

BBC-ის ცნობით,  ყველა მსხვერპლი ჰონდურასიდან იყო და მათ შორის ერთი რვა წლის ბავშვიც იყო. ადგილობრივი შერიფის, გრეგ კაპერსის თქმით, დაღუპულთა შორის 8 წლის ბავშვი და ორი ქალია, რომლებიც გადარჩენილი ბავშვების ზევიდან იწვნენ. შერიფის თქმით, ისინი ბავშვებზე ზრუნვას და მათი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობდნენ. 

სავარაუდო დამნაშავემ, რომელიც დიდი ალბათობით მექსიკიდანაა, მიმალვა მოახერხა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი