პრიგოჟინი ბახმუტიდან "ვაგნერელების" გაყვანით იმუქრება, თუ საბრძოლო მასალის დეფიციტს არ შეუვსებენ

გამოქვეყნდა:

"ვაგნერის დაჯგუფების" დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი დაემუქრა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს, რომ ვაგნერელები დატოვებდნენ ბახმუტს, თუ საბრძოლო მასალის დეფიციტის პრობლემა არ მოგვარდება. ამის შესახებ პრიგოჟინმა "სამხედრო კორესპონდენტთან" სემიონ პეგოვთან ინტერვიუში ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ პრიგოჟინმა ინტერვიუში თქვა, რომ შოიგუს ვადად 28 აპრილი დაუნიშნა. თავად ინტერვიუ პეგოვის არხზე 29 აპრილს გამოქვეყნდა.

"თუ საბრძოლო მასალის დეფიციტს არ შეავსებენ, ჩვენ იძულებული ვიქნებით, ორგანიზებულად, რომ მერე მშიშარა ვირთხებივით გაქცევა არ მოგვიწიოს, ან გავიდეთ, ან სასიკვდილედ დავრჩეთ.  მოსალოდნელია, რომ იძულებული ვიქნებით, დანაყოფების ნაწილი გავიყვანოთ. მერე კი, როგორც არ უნდა უნდოდეთ ჩვენს ბიუროკრატებს, ჩამოიშლება სხვა ყველაფერიც" ,- თქვა პრიგოჟინმა. 

ამავე ინტერვიუში პრიგოჟინმა თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა დაიწყება არაუგვიანეს 15 მაისისა და შესაძლოა კატასტროფული შედეგები მოჰყვეს რუსეთისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი