ბოლომდე ვიცავთ ნებისმიერი ჯგუფის ინტერესს, მაგრამ ეროვნულ იდენტობაზე უარს არ ვამბობთ - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

შეიძლება, ჩვენ ნებისმიერთან ვილაპარაკოთ ურთიერთობების გადახედვაზე. საქართველოში უნდა გვქონდეს იმის თავი, რომ ამაზე ღიად ვილაპარაკოთ. ყველას, აბსოლუტურად ყველა ჯგუფის უფლებებს ვიცავთ. ყველას უფლებებთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენი გამოკვეთილი, ხისტი, მყარი, მკაფიო პოზიცია. თუ ვიღაცების, რაღაც ჯგუფების პროპაგანდას არ ვეწევით, და, პირიქით, ამის საპირისპიროდ, ერთი მხრივ, ბოლომდე ვიცავთ ნებისმიერი ჯგუფის ინტერესს მაღალი სტანდარტით, მაგრამ ჩვენს ეროვნულ იდენტობაზე უარს არ ვამბობთ, ამისთვის არავინ არ უნდა იფიქროს, საიდანღაც გარიცხვაზე და სხვა სახის მუქარებზე. მათ შორის, ჩემ კოლეგებს მოვუწოდებ, ვიდრე ასეთ განცხადებებს გააკეთებენ, იქამდე იქნებ დაგველაპარაკონ, რაშია საქმე. ისედაც ნათელია ყველაფერი, მაგრამ მაინც სჯობს, ასეთი საკითხები იმ პოლიტიკურ ჯგუფში გაირკვეს, სადაც სხვადასხვა პარტიები შედიან, მათ შორის, „ქართული ოცნებაც",

- თქვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი