
უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის ბრიანკის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე ბოგომაზიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სოფელ სუზემკა დაბობეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი კორპუსი ნაწილობრივ დაზიანდა და გაჩნდა ხანძარი.
"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს სოფელი სუზემკა, არის ერთი მსხვერპლი. ჭურვის სროლის შედეგად გაჩნდა ხანძარი და ერთი საცხოვრებელი კორპუსი ნაწილობრივ დაზიანდა. ადგილზე ყველა სერვისი მუშაობს“,- დაწერა ბოგომაზიმ Telegram-ზე
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შემდეგ ბრინსკის ოლქის გუბერნატორმა დაწერა:
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა MLRS-ით კვლავ დაბომბეს სოფელი სუზემკა, რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემამ რამდენიმე ჭურვი ჩამოაგდო, მსხვერპლი არ არის. ნაწილობრივ დანგრეულია ერთი საცხოვრებელი კორპუსი. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ“,- წერია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ 26-27 აპრილის ღამეს რუსეთის ბრიანსკის ოლქის სოფელ კლიმოვოში ელექტროენერგია გაითიშა, ადგილობრივი ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ ეს უკრაინული ჯარების მხრიდან შეტევა იყო.