
მკვლევრებმა, სვანტე ე. კორნელმა და სტივენ ფრედრიკ სტარმა, რომლებიც, საქართველოს, როგორც თავს უწოდებენ, დიდი ხნის მეგობრები არიან, წერილი გაუგზავნეს აშშ-ის სახელმწიფო, ვაჭრობის, იუსტიციის დეპარტამენტების და სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, ასევე, აშშ-ის კონგრესს.
ამ წერილში ხაზგასმით არის ნახსენები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხი. შვედი და ამერიკელი პოლიტოლოგები საკვანძო მნიშვნელობის თემად მიიჩნევენ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ევროპის რომელიმე ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის თემას.
კორნელი და სტარის ურჩევენ აშშ-ის ხელისუფლებას, უფრო აქტიურად მოითხოვოს ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანა ევროპის რომელიმე ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებაში და ეს მოთხოვნა აშშ-სა და საქართველოს შორის ნორმალური ურთიერთობის პირობად წამოაყენოს.
შეგახსენებთ, წერილს "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
ვრცლად: