"გმადლობთ გამძლეობისთვის, რომელსაც აჩვენებთ ყოველ წამს" - ზელენსკი მესაზღვრეებს 

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ მესაზღვეებს ომში გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ისინი საკუთარი ქვეყანას მტრისგან არა მხოლოდ 2022 წლის 24 თებერვლიდან, არამედ 2014 წლიდან გაბედულად იცავენ.  

"ომის პირველივე დღეებიდან - არა მხოლოდ 24 თებერვლიდან, არამედ 2014 წლიდან - მესაზღვრეები გაბედულად იცავენ უკრაინას. ისინი პირველები იყვნენ, ვინც მტერს დაუპირისპირდნენ სახელმწიფო საზღვარზე და ბრძოლაში ჩაებნენ მტრის ძალებთან. ნამდვილი გმირები, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს და აგრძელებენ ასობით და ასობით საბრძოლო მისიის შესრულებას.

გმადლობთ, მეომრებო, თქვენი გამძლეობისა და სიმტკიცისთვის, რომელსაც აჩვენებთ ყოველდღე, ყოველ საათში, ყოველ წამს,- წერს ზელენსკი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი