მობილიზება ხელისუფლებასთან დაახლოებული მომღერლის აქციაზე წასასვლელად. მმართველი გუნდი საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს "უცნობის" აქციაზე წასვლისკენ მოუწოდებს, მათ კი, ვინც ხელისუფლების დირექტივებს არ დაემორჩილება, სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.
თბილისში აქციაზე ჩამოსასვლელად ემზადებიან ქუთაისშიც. მოსახლეობა ამბობს, რომ ეს აქცია "მშვიდობისთვისაა", გამოკითხულთა ნაწილი კი ამბობს, რომ საავადმყოფოშია დასაქმებული. "უცნობის" მშვიდობის აქციაა... მივდივარ მხარდასაჭერად" - ამბობენ ისინი.
შეგახსენებთ, რომ "უცნობის" აქცია თბილისში დღეს, 19:00 საათზე გაიმართება. მანამდე ისინი 17:00 საათზე ხვიჩა კვარაცხელიას ფეხბურთის საყურებლად შეკრებასაც გეგმავენ.