"რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ აგრესიული ქმედებები და მუქარის ტონი ჩვენს მუდმივ ორიენტაციაზე გავლენას არ ახდენს" | ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ძალების 32 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვაზიანში გამართულ ღონისძიებაზე უკრაინაში მიმდინარე ომსა და იმ შეუქცევად ცვლილებებზე ისაუბრა, რაც ამ ომმა მოიტანა. 

ზურაბიშვილმა თქვა, რომ ახლა დროა, საქართველომაც შესაბამისი ნაბიჯები გადადგას ახალ გეოპოლიტიკურ რუკაზე. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ ატლანტიკურ ალიანსში ჩვენი ინტეგრაციის გზის განმტკიცებისთვის. 

"რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები და მუქარით აღსავსე ტონი არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენს მუდმივ და კონსტიტუციაში ასახულ გადაწყვეტილებასა და ორიენტაციაზე. ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ დღეს სწორედ მტკიცე გადაწყვეტილებების დროა და არა ყოყმანის. რუსეთის მიმართ გზავნილი უნდა იყოს მკაფიო და ერთგვაროვანი",- თქვა მან. 

სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო პარტნიორებს აქტიური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი