დღეს, პირველ აგვისტოს სამოქალაქო პლატფორმა 20/20 დაფუძნდა, რომლის მიზანიც მომავალ არჩევნებზე დაკვირვება იქნება. პლატფორმა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებს აერთიანებს.

ჩვენ სამივე ეტაპზე განვახორციელებთ საარჩევნო მონიტორინგს, ეს იქნება საარჩევნო კამპანია, კენჭისყრის დღე უშუალოდ და შემდგომი პერიოდი. ძირითადად ჩვენი დამკვირვებლები იქნებაინ მოხალისეები, ახალგაზრდები, ის ადამიანები რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქვეყნის მომავლით, - თქვა პროგრამის დირექტორმა, ლაშა ფარულავამ.

20/20-ის აღმასრულებლემა დირექტორმა, თენგიზ თევზაძემ აღნიშნა, რომ პანდემიის გამო შეზღუდვებმა და საერთაშორისო პარტნიორების აქტიურად ვერ ჩამოსვამ შესაძლოა, დამკვირვებლების სიმცირე გამოიწვიოს, ამიტომ პლატფორმის წევრები არჩევნების ყველა ეტაპს დააკვირდებიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი