ჩრდილოეთ ინდოეთში გაზის გაჟონვის შედეგად, სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

ჩრდილოეთ ინდოეთში გაზის გაჟონვის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა პენჯაბის შტატის საპორტო ქალაქ ლუდიანში მოხდა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც. რამდენიმე ადამიანი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ტერიტორია, სადაც გაზმა გაჟონა დაიკეტა, ადგილზე ევაკუაცია გამოცხადდა. ოთხი ადამიანი სუნთქვის გაძნელების გამო კლინიკაში გადაიყვანეს.

გაზის გაჟონვის წყარო ჯერჯერობით უცნობია. არსებობს ვარაუდი, რომ გაზი შესაძლოა ჭაბურღილებიდან გაჟონილიყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი