"ყველაზე გვიან 2005 ან 2006 წლისთვის უნდა გვეთქვა, რომ ცივი ომი არ დასრულებულა და ვუბრუნდებით ცივი ომის პოლიტიკას" | მერკელი

გამოქვეყნდა:

"ყველაზე გვიან 2005 ან 2006 წლისთვის ჩვენ უნდა გვეთქვა, რომ ცივი ომი არ დასრულებულა და ვუბრუნდებით ცივი ომის პოლიტიკას" - ამის შესახებ გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, ანგელა მერკელი ამბობს, რომ ყველა საშუალება ამოწურა რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.

გერმანიის ყოფილი კანცლერის თქმითვე, დიპლომატია აუცილებლობაა და უნდა დაიწყოს ფიქრი სამომავლო სცენარზე, რომლის მიხედვითაც, სამშვიდობო მოლაპარაკებები შესაძლებელი გახდება.

"მე მხარს ვუჭერ ამ დიპლომატიურ მცდელობებს. ყველაზე დიდი ინტენსივობით მაწუხებდა უკრაინა. დიდი გულისტკივილით ვამბობ, რომ საკმაოდ ბევრი იყო, ვინც ასე არ იყო დაინტერესებული. მაგალითად, ევროპულ საბჭოში გერმანია და საფრანგეთი ცდილობდნენ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებას. ვცდილობდი ამ სიტუაციის თავიდან აცილებას იმით, რაც ხელთ მქონდა. ამის წარუმატებლობა არ არის იმის მტკიცებულება, რომ მცდელობა არასწორი იყო" - განაცხადა ანგელა მერკელმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი