თორნიკე რიჟვაძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა

გამოქვეყნდა:

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში რიჟვაძე შეხვედრებს გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის წევრებთან. ამასთან, დაგეგმილია შეხვედრები საჯარო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.

"ვიზიტის მიზანს ინვესტიციების მოზიდვა, ქვეყნებს შორის ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობების გაძლიერება წარმოადგენს.

ასევე, დუბაიში იმართება ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენა, სადაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი იქნება წარმოდგენილი" - ნათქვამია ინფორმაციაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი