"შანსები არის 50/50-ზე" - კობახიძე კანდიდატის სტატუსის მიღებაზე

გამოქვეყნდა:

გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება, შანსები არის 50/50-ზე. ეს რომ იყოს გარკვეულ მტკიცებულებებზე, ფაქტებზე დაფუძნებული, თავისი არსით ტექნიკური გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნებოდა იმის 100%-იანი გარანტია, რომ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს. თუმცა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, შესაბამისად, შანსები არის 50/50-ზე. ბევრ ფაქტორზე იქნება ეს ყველაფერი დამოკიდებული, მათ შორის, რეგიონში არსებულ ვითარებაზე, უკრაინაში არსებულ ვითარებაზე. ვნახოთ როგორი იქნება ვითარება დეკემბრისთვის და ამის მიხედვით მიიღებს, ალბათ, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას.

- თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კანდიდატის სტატურის მიღებასთან დაკავშირებით.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი