"კამაზი" და მეტროს ვაგონები | სანქცირებული რუსული ტექნიკა საქართველოში

გამოქვეყნდა:

საქართველოს ხელისუფლება არათუ ეხმარება რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში, არამედ ჩვენს ფულს, ბიუჯეტის ფულს იყენებს რუსული სამხედრო მაქნანის დასაფინანსებლად. სანქცირებული კამაზის ოფიციალური დილერისგან კახი კალაძის უწყებამ ახალი, 5 მლნ ლარამდე ღირებულების ავტომობილები იყიდა "თბილსერვის ჯგუფისთვის".

არადა კონკრეტული საწარმო სანქცირებულია იმის გამო, რომ სწორედ კამაზში ეწყობა რუსული საარტილერიო დანადგარების და სარაკეტო კომპლექსის გადასატანი მანქანები. იარაღი, რომლითაც უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ.

თბილისის მერიის მიერ რუსული კომპლექსისთვის მიცემული კიდევ ერთი, რამდენიმე ათეულ მილიონ ევროიანი შეკვეთა კი უკვე მოხვდა საერთაშორისო სანქციების რადარებზე. საუბარია მეტროს ახალი ვაგონების შეძენაზე, რომელსაც მერია სწორედ რუსეთში ყიდულობს, და რის გამო მჯაქფოლის ჯგუფმა სერიოზულად დაიწყო საქართველოსთვის მეორადი სანქციების დაწესებაზე ფიქრი.

ერთი სიტყვით, "ქართული ოცნების" პრორუსული პოლიტიკის წყალობით საქართველოს რეპუტაცია უკვე შეილახა, მაგრამ რაც ყველაზე ცუდია - მეორადი სანქიცების დაწესება სულ უფრო რეალური ხდება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი