"დანარჩენი უბრალოდ ბელეტრისტიკაა" - წულუკიანი Bellingcat-ის გამოძიებაზე

გამოქვეყნდა:

დანარჩენი ბელეტრისტიკაა - ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი Bellingcat-ის გამოძიებას, რომლის მიხედვითაც, პანდემიის პირობებში საქართველოს ხელისუფლება კომპანიებს საეჭვო ტენდერებს უფორმებდა და ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს ფულს ისინი იღებდნენ, ვინც "ოცნებისა" და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველები არიან.

თეა წულუკიანის თქმით, მან იცის მხოლოდ ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პანდემიის დროს სამაგალითოდ იმუშავა, იმოქმედა სწრაფად და ეფექტურად:

"არ არის ამის შესახებ ჩემთვის ცნობილი. მე ის ვიცი, რომ საქართველო, მისი ხელისუფლება და ხალხი არის დღესაც სამაგალითო მსოფლიოში. ჩვენ ვიმოქმედეთ სწრაფად, ეფექტურად, დავიცავით ყველამ, საზოგადოებამაც და ხელისუფლებამაც მკაცრი დისციპლინა და ვაჩვენეთ მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ეფექტურად, ეპიდემიოლოგების პროფესიული აზრის გათვალისწინებით და მათი რეკომენდაციების საფუძველზე, იყო წარმატებული და საკუთარ ქვეყანაში არ გქონდეს სიკვდილიანობის მაჩვენებელი, გქონდეს გამოჯანმრთელების მაღალი მაჩვენებელი და დაავადების დაბალი მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, ჩემთვის დანარჩენი არის უბრალოდ ბელეტრისტიკა" უთხრა ჟურნალიტებს წულუკიანმა.

გამომძიებლების ავტორიტეტული ჯგუფი, Bellingcat საეჭვო სახელმწიფო შესყიდვებზე დეტალურ ინოფრმაციას ავრცელებს.​ Bellingcat-ის გამოძიება ორი მიმართულებით დაინტერესდა - ჯანდაცვის სექტორის შესყიდვებით და საკარანტინე ზონად გამოყენებული სასტუმროებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი