ყოველივე ამის შემდეგ, რა გასაკვირია, რომ დასავლეთიდან სულ უფრო მეტი კრიტიკა ისმის "ქართული ოცნების" მისამართით. და ახლა სწორედ დასავლეთის რეაქციებზე უნდა ვისაუბროთ. გასულ კვირას თბილისში ევროკავშირის ორი წამყვანი ქვეყნის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები იმყოფებოდნენ.
პოლონეთი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის და აღმოსავლეთით გაფართოების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. მისმა საგარეო მინისტრმა პირდაპირ თქვა, რომ უკიდურესად შეშფოთებულია იმით, რაც მიხეილ სააკაშვილის თავს ხდება, და რომ საჭიროა მოინახოს ღირსეული გამოსავალი ამ მოცემულობიდან.
ეს დიპლომატიის უმაღლესი ტრიბუნიდან გაკეთებული საკმაოდ ხმამაღალი განცხადებაა. თუმცა ეს თამასა, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, სულ უფრო ზევით მიდის და სულ უფრო მეტი სივცრიდიან ისმის პირადად ივანიშვილის და მისი ავტორიტარული რეჟიმის კრიტიკა. მაგალითად, თემთა პალატაში გამართული დებატებიც კმარა ლონდონში.
მე [მიშა სესიაშვილს] მქონდა შესაძლებლობა პირადად შევხვედროდი ლიბერალური დემოკრატიის მთავარ მედროშეს, ფრენსის ფუკიამას, ვისთვისაც დიდი ხანია ტოლობის ნიშანია ივანიშვილსა და პუტინს შორის.
ოცნების ცაზე შავი ღრუბლები - კრიტიკასთან ერთად სულ უფრო ისმის მოწოდებები რეჟიმის შემქმნელების დასანქცირებაზე.