ჩეხეთი ეძებს გზებს, რათა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდება გაზარდოს - პაველი

გამოქვეყნდა:

ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა უკრაინაში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ ჩეხეთი, პარტნიორებთან თანამშრომლობით, ეძებს გზებს, რათა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდება გაზარდოს.

როგორც მან აღნიშნა, იარაღის მიწოდება აუცილებელია შეიარაღებული ძალებისთვის წარმატებული კონტრშეტევისთვის. 

"სავსებით ცხადი გახდა, რომ წარმატებული თავდაცვისთვის უკრაინას დღეს ყველაზე მეტად ესაჭიროება საბრძოლო მასალა. რა თქმა უნდა, ასევე აკლია აღჭურვილობა, მაგრამ საბრძოლო მასალის კრიტიკული დეფიციტი არა მხოლოდ ზღუდავს უკრაინის შესაძლებლობას ეფექტურად დაიცვას თავი, არამედ გარკვეულწილად ზღუდავს მის უნარს წარმატებული კონტრშეტევის წამოწყებისთვის", - განაცხადა პაველმა

მანვე აღნიშნა, რომ ახლა რუსები ყოველდღიურად 4-5-ჯერ მეტ ჭურვებს ხარჯავენ, ვიდრე უკრაინელი სამხედროები.

შეგახსენებთ, რომ ჩეხეთის პრეზიდენტი 28-29 აპრილს სლოვაკეთის პრეზიდენტ ზუზანა ჩაპუტოვასთან ერთად უკრაინას ეწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი