ზალუჟნი ევროპაში NATO-ს ჯარების სარდალს, კრისტოფერ კოვალის შეხვდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნმა ლვოვში გაფართოებული შეხვედრა გამართა ევროპაში NATO-ს გაერთიანებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალთან, გენერალ კრისტოფერ კავოლისთან.

როგორც ჟალუზნი სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრაზე განიხილეს შეიარაღებული ძალებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება. 

"მე აღვწერე შესაძლო სცენარები, საფრთხეები და წინაპირობები ჩვენი სამომავლო ქმედებებისთვის. ჩვენ მიზნად დავისახეთ მოვემზადოთ ისე, რომ შეძლებისდაგვარად შევასრულოთ განსაზღვრული ამოცანები", - წერს ზალუჟნი

შეხვედრაზე ასევე განიხილეს უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების საკითხი. ისინი შეთანხმდნენ, გააგრძელონ დიალოგი და მუშაობა უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი