რუსეთის მხრიდან შესაძლო დივერსიის გამო შვედეთისა და ფინეთის საზღვაო ძალები გაზრდილ საბრძოლო მზადყოფნაში არიან

გამოქვეყნდა:

ენერგეტიკულ ქსელებზე რუსეთის დარტყმის საფრთხის გამო შვედეთისა და ფინეთის საზღვაო ძალები მზადყოფნაში არიან. ინფორმაციას ამის შესახებ ფინური გამოცემა Iltalehti ავრცელებს.

მედია წერს, რომ რუსეთის გემები შენიშნეს იმ არეალებში, სადაც წყალქვეშა კაბელების გადის და ქარის ელექტროსადგურები მდებარეობს.

 შვედეთის საზღვაო ძალების სარდალის,  სკუგ ჰასლუმის თქმით, წყალქვეშა კაბელების წინააღმდეგ დივერსიის შესაძლებლობა სერიოზულად განიხილება. მან არც დაადასტურა და არც უარყო ბრალდება, რომ რუსული გემები შვედეთის ტერიტორიულ წყლებში შევიდნენ.

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია რუსულ მხარეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი