ბახმუტში ჩვენი ჯარისკაცები თავდასხმებს იგერიებენ, ზოგიერთ შემთხვევაში კონტრშეტევებზეც გადადიან - მალიარი

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ჰანა მალიარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტებს ბახმუტში მცირე მიღწევები ჰქონდათ, მათ წარმატებას მაინც ვერ მიაღწიეს და ბახმუტის აღება ვერ მოახერხეს.

მალიარის თქმით, უკრაინელი სამხედროები რუსების თავდასხმებს იგერიებენ, ზოგიერთ შემთხვევაში კი კონტრშეტევებზეც გადადიან.

"მტრის სამხედრო ძალები ქალაქზე კონტროლის აღებას ვერ ახერხებენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ მთელი რესურსი ბახმუტში ბრძოლაზე მომართეს და მცირედი მიღწევები შეინიშნება. ჩვენი ჯარისკაცები უამრავ თავდასხმას იგერიებენ და ზოგიერთ შემთხვევაში კონტრშეტევებზეც გადადიან. ბახმუტის მცველები საკუთარ მისიას წარმატებით ართმევენ თავს", - წერს მალიარი Telegram-ზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი