უკრაინული მედიის ინფორმაციით, დნეპროპეტროვსკის ოლქში ძლიერი აფეთქებებია

გამოქვეყნდა:

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ  პავლოგრადში აფეთქებებია. უკრაინული მედია წერს, რომ აფეთქება  რკინიგზის სადგურზე მოხდა.

აფეთქების ტალღამ დააზიანა შენობების ფანჯრები, ასევე ვრცელდება ინფორმაცია ძლიერი ხანძრის შესახებ.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, არ გამოვიდნენ ქუჩაში და არ გამოაქვეყნონ ფოტოები-ვიდეო მასალა  აფეთქებებისა და ხანძრების შესახებ. 

ოფიციალური ინფორმაცია არც უკრაინის ხელისუფლებისა და არც რუსი სამხედროებისგან ჯერ არ გავრცელებულა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი