სუდანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დამატებით 72 საათით გაგრძელდება

გამოქვეყნდა:

სუდანში რეგულარულ არმიასა და გასამხედროებულ სწრაფი რეაგირების ძალებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დამატებით 72 საათით გაგრძელდება

არმიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმება აშშ-სა და საუდის არაბეთის შუამავლობით შედგა.

"საერთაშორისო, რეგიონული და ადგილობრივი მოწოდებების საპასუხოდ, ვაცხადებთ ჰუმანიტარული ზავის გაგრძელებას კვირას შუაღამის მდგომარეობით 72 საათით, რათა გაიხსნას ჰუმანიტარული დერეფნები, ხელი შევუწყოთ მოქალაქეებისა და მაცხოვრებლების გადაადგილებას და მივცეთ მათ საშუალება შეასრულონ თავიანთი საჭიროებები და მიაღწიონ უსაფრთხო ტერიტორიებს", - ნათქვამია RSF-ის განცხადებაში.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არაერთხელ დაიდო, თუმცა მალევე ორივე მხრიდან დაირღვა. 

ცნობისთვის, სუდანში არმიასა და გასამხედროებულ "სწრაფი რეაგირების ძალებს" შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო. სუდანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით,  სუდანში შეტაკებების შედეგად 512 დაიღუპა და ათასობით დაშავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი