ვირტუალური რეალობის შემქმნელი პროპაგანდისტები ამომრჩეველმა პოლიტიკური რეალობის სარკეში ჩაახედა - პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

"კიდევ ერთხელ, ხალხმა თქვა თავისი სათქმელი. ვირტუალური რეალობის შემქმნელი პროპაგანდისტები, ამომრჩეველმა, 29 აპრილის რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებზე, პოლიტიკური რეალობის სარკეში ჩაახედა.

2021 წლის არჩევნებზე დამარცხების შემდეგ ოპოზიციამ ბევრი მოჩვენებითი კრიზისის შექმნა სცადა - "თავისუფლება მიშას", "ბომბების ცეცხლი მირჩევნია", "საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს", "არა რუსულ კანონს", "მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი"...

ლოზუნგები იცვლებოდა, თუმცა მიზანი ერთი იყო - საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა, წყლის ამღვრევა და არადემოკრატიული გზით ძალაუფლების მოპოვება.

მართლაც, თითქოს კაგებეს სახელმძღვანელოდან ბეჯითად ამოკითხული პროპაგანდისტული მეთოდებით ცდილობდნენ, ჯერ ხალხი საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ განეწყოთ, ბოლოს კი, ხალხი საკუთარი ხელისუფლებისგან გაემიჯნათ.

სწორედ ამ პროპაგანდას გასცა 29 აპრილს ხალხმა პასუხი, იმით, რომ კიდევ უფრო მეტნი მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან, კიდევ უფრო მეტმა დაუჭირა "ქართულ ოცნებას" მხარი და კიდევ უფრო მაღალი ლეგიტიმაციით განუახლა დემოკრატიული მანდატი "ქართულ ოცნებას" და მის მიერ გატარებულ პოლიტიკას.

კიდევ ერთხელ, ხალხმა თქვა თავისი სათქმელი! და ეს სათქმელი მკაფიოა: პოლიტიკოსებს, რომლებმაც "ეროვნული ინტერესი" საკუთარი პოლიტიკური ლექსიკონიდან ამოაგდეს, ქართულ პოლიტიკაში გასაქანი არასდროს ექნებათ". 

დაწერა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა რიგგარეშე არჩევნებზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი