
"ნაციონალური მოძრაობის" ხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა, მიხეილ ბოლქვაძემ სოფელ ჭარნალში, ადგილობრივ მოსახელობასთან ერთად ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნაზე დაპირება მუნიციპალიტეტისგან ამ დრომდე შეუსრულებელია.
"რუსული ოცნების ხელისუფლებას, სამწუხაროდ, ისევ უყურადღებოდ ჰყავს ყველა სოფელში მოსახლეობა მიტოვებული. მიუხედავად იმისა, რომ დეკემბრის თვეში მილიონი ლარი ჩაიდო ამ მოქალაქეების, სოფელ ჭარნალში და სხვა სოფლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაფინანსებისთვის, დღემდე, არცერთ სოფელში ტრანსპორტი არ შესულა, პარალელურად "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები იძენენ მაღალი განმავლობის ავტომანქანებს, ხარჯავენ 300 000 ლარამდე, ეს არის 5 ავტომობილი, რომელიც უკვე შეიძინა ხელვაჩაურის მერიამ, ასევე ნახევარ მილიონ ლარზე მეტს ხარჯავენ და უკვე ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული "რომპეტროლთან", თავიანთი კომფორტის, ოჯახის წევრების კომფორტისთვის საწვავის შესაძენად", - თქვა მიხეილ ბოლქვაძემ.
"ნაციონალური მოძრაობა" მოუწოდებს ხელისუფლებას ბიუჯეტი მოახმარონ ხალხს.
"დღეს არა მხოლოდ ეს პრობლემა დგას ჩვენ მუნიციპალიტეტში, მოსახლეობას, რომელიც ელოდება ევროკავშირის წევრობის სტატუსს, არ მიეწოდება წყალი, ინტერნეტი და სხვა საყოფაცხოვრებო პრობლემები აქვთ", - აღნიშნა ბოლქვაძემ.