უმაღლესი განათლების მიმართულებით განათლების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი იქნება

გამოქვეყნდა:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მოადგილის თანამდებობაზე სამართლის დოქტორი, პროფესორი ნოდარ პაპუკაშვილი წარადგინა. ინფორმაციას განათლების სამინისტრი ავრცელებს.

პაპუკაშვილი კურატორობას გაუწევს სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებებს.

უწყების ცნობით, ნოდარ პაპუკაშვილს საჯარო და კერძო სექტორში, მათ შორის განათლების სფეროში, მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის იკავებდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრთან არსებული სააპელაციო საბჭოს თავმჯდომარისა და ერთ-ერთი კერძო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობებს. გამოცემული აქვს 14 სამეცნიერო ნაშრომი და 3 მონოგრაფია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი