დღეიდან, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარეობის პოზიციაზე შვეიცარიამ რუსეთი ჩაანაცვლა

გამოქვეყნდა:

დღეიდან, 1-ლი მაისიდან, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე შვეიცარია იქნება.

შვეიცარიამ რუსეთი ჩაანაცვლა, რომელიც ორგანიზაციის თავმჯდომარის სტატუსს მთელი აპრილის განმავლობაში იკავებდა.

მაისის განმავლობაში ქვეყანა გეგმავს, უმასპინძლოს დებატებს რამდენიმე პრიორიტეტულ თემაზე, მათ შორის, "მდგრადი მშვიდობის შენება" და "მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვა". 

მაისის დასასრულს შვეიცარია ასევე გეგმავს, ჩაატაროს ღონისძიება, რომელიც ორგანიზაციის სამშვიდობო საქმიანობის 75-ე წლისთავისთვის იქნება მიძღვნილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი