
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთში, ბრიანსკის ოლქში სარკინიგზო ლიანდაგზე უცნობი მოწყობილობა დაახლოებით 40 წლის მამაკაცმა დაამონტაჟა, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა.
"ეს არის შავებში შემოსილი მამაკაცი, დაახლოებით 40 წლის, საშუალოდ 170 სანტიმეტრი სიმაღლის. მას თან შავი ზურგჩანთა ჰქონდა და ველოსიპედით გადაადგილდებოდა," - წერს გამოცემა.
მათივე ცნობით, მამაკაცის აღწერილობა თვითმხილველებმა პოლიციელებს უკვე გადასცეს.
ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ მან შავებში შემოსილი კაცი მას შემდეგ შენიშნა, რაც აფეთქება გაიგო
და შემთხვევის ადგილას დასახმარებლად მივიდა.
მისივე თქმით, როცა კაცს ჰკითხა, როგორ აღმოჩნდა იქ, უპასუხა, რომ "გზის შემოკლება სურდა" და შემთხვევის ადგილი დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ბრიანსკის ოლქში დღეს მოხდა. აფეთქების შედეგად ლიანდაგიდან ნავთობპროდუქტების გადამზიდი მატარებელი გადავარდა. რუსული მედიის ცნობით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.