თორნიკე აკოფაშვილის შემდეგი პროცესი 16 მაისს გაიმართება | საქალაქოსთან აქცია გრძელდება

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში, თორნიკე აკოფაშვილის საქმის განხილვა დასრულდა. საქმის მოსამართლემ შემდეგ პროცესზე მტკიცებულებების დაშვების გადაწყვეტილება მიიღო. 

აღნიშნულ მტკიცებულებებში არის სამართალდამცავების ჩვენებები და ვიდეოკადრები, რომლის მიხედვითაც, ბრალდების მხარეს სურს, აკოფაშვილი დამნაშავედ ცნოს.

მისი შემდეგი პროცესი 16 მაისს გაიმართება.

რაც შეეხება ლაზარე გრიდორიადისის საქმეს, პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, სასამართლოს სიტყვით მიმართავს ლაზარე გრიგორიადისი. 

შეგახსენებთ, რომ სასამართლო სხდომის პარალელურად ლაზარე გრიგორიადისისა და თორნიკე აკოფაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი