ბულგარეთში გენპროკურორის მკვლელობა სცადეს

გამოქვეყნდა:

ბულგარეთში გენერალური პროკურორის მკვლელობა სცადეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სოფელ კოვაჩევოს მახლობლად მიმავალ გზაზე, უცნობმა პირებმა ივან გეშევის კორტეჟს ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუდეს. ბომბი ავტოკოლონის წინ აფეთქდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.

საგამოძიებო ჯგუფები შემთხვევის ადგილას ამ დრომდე რჩებიან.

მკვლელობის მცდელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი